"ეროვნული საბჭო" თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და "დაიცავი საქართველოს" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პოლიტიკური ძალა შეიქმნება, "ეროვნული საბჭო" მასთან არც ერთიან საარჩევნო ბლოკში გაწევრიანებას გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც, ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. არსებული ინფორმაციით, კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ ძალებთანაც მიმდინარეობს.