ტაბურეტებით არ უნდა დარბოდნენ ის ადამიანები და არ უნდა დასდევდნენ თემის წარმომადგენლებს, ისინი, რომლებიც შეიძლება, თვითონაც არიან თემის წევრები, - განაცხადა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ” ევროპული საქართველოს წევრმა, აკაკი ბობოხიძემ საქართველოს ეკლესიაში არსებულ სიტუაციასა და დეკანოზ გიორგი მამალაძის წეეილთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ერთ რამეს, მანიპულირება არ უნდა ხდებოდეს ამ თემებით.
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდება ეკლესიაში. "ოღონდ ნუ გავამხელთ"... მამალაძისა და ჩემს ნათქვამს შორის განსხვავება ის არის, რომ ლაპარაკობს მღვდელი. ეს ხომ არ არის ახალი არაფერი და არც მამალაძის წერილში ველოდები სენსაციურს, რომ იცოდეთ. მთავარია, დავინახოთ და საზოგადოება მიეჩვიოს ერთ რამეს, მანიპულირება არ უნდა ხდებოდეს ამ თემებით. უბრალოდ, რა არის, იცით? ტაბურეტებით არ უნდა დარბოდნენ ის ადამიანები და არ უნდა დასდევდნენ თემის წარმომადგენლებს, ისინი, რომლებიც შეიძლება, თვითონაც არიან თემის წევრები“, -თქვა ბობოხიძემ.