ამერიკელ კინორეჟისორს, დევიდ ლინჩს, კინოინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, საპატიო "ოსკარი" გადაეცა.
საპატიო ოსკარის გადაცემის ცერომონია Hollywood and Highland Center-ში გაიმართა.
"სიტყვაძუნწმა დევიდ ლინჩმა მიიღო საპატიო ოსკარი", - დაწერა მიკრობლოგ "ტვიტერზე" ამერიკის კინოაკადემიამ.
ჯილდოს მიღებისას რეჟისორი ტრადიციულად სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდა. მან მადლიერება მხოლოდ რამდენი სიტყვით გამოხატა.
"თქვენ ძალიან საინტერესო გემოვნება გაქვთ", - მიმართა ლინჩმა კინოაკადემიის წევრებს.
დევიდ ლინჩი ოსკარზე სამჯერ იყო ნომინირებული საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში, ფილმებისთვის "ადამიანი-სპილო", "ლურჯი ხავერდი" და "მალჰოლანდ დრაივი".