ოპერა ბასტილიაში, პარიზის ეროვნულ საოპერო თეატრში გაიმართა ჯუზეპე ვერდის "დონ კარლოსი", სადაც პრინცესა ებოლის პარტია შეასრულა მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მეცოსოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა.
ანიტა რაჭველიშვილმა ტრადიციულად, თანაბრად აღაფრთოვანა მსმენელი და კრიტიკოსი.
"მთელს შემადგენლობას დომინირებდა ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც პრინცესა ებოლის როლს მისი შთამბეჭდავი ინსტრუმენტით ასრულებდა, ინსტრუმენტი რომელიც უპრობლემოდ და ყოველგვარი სირთულის გარეშე ავსებდა ბასტილიის ოპერის უზარმაზარ დარბაზს.
ქართველი მეცოსოპრანო უნდა მოვიხსენიოთ ძველი დროის იტალიელი მეცოების მემკვიდრედ, რომლებიც ყოველგვარი გადამეტების გარეშე, მაგრამ დიდი გამბედაობით იყენებდნენ მკერდის ხმას, რომ დაბალი ნოტებისთვის სათანადო სიძლიერე და ჟღერადობა მიეცათ.
რაჭველიშვილი ებოლის პირველ არიაში დიდი ოსტატობით გაუმკლავდა ნაწარმოების კოლორატურულ ნაწილს. მისმა მეორე არიამ, "O, don fatale" დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დატოვა მსმენელი: უძლიერესი, სტიქიური მაღალი ნოტებით წყევლიდა ებოლი საკუთარ სილამაზეს, ნაწარმოების ცენტრალურ ნაწილში კი უმწიკვლო ლეგატოთი ნამღერი კანტაბილე ისმოდა დარბაზში", - წერს გამოცემა Forumopera.
ფოტო: © Vincent Pontet / Opéra National de Paris