ვაშინგტონის ეროვნულ საოპერო თეატრში, მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონის გიორგი გაგნიძის დებიუტი გაიმართება.
გიორგი გაგნიძე იაგოს პარტიას შეასრულებს ჯუზეპე ვერდის სახელგანთქმულ ოპერაში "ოტელო".
ოპერის პრემიერა 26 ოქტომბერს შედგება.
წარმოდგენები 30 ოქტომბერს, 3-8-11 და 16 ნოემბერს გაიმართება.
მრავალი წელია გიორგი გაგნიძე მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში მღერის. 2009 წელს მან გახსნა „მეტროპოლიტენ ოპერის“ სეზონი.