ფესტივალმა ქართულ მიღებას უმასპინძლა, შემდეგ კი ფესტივალის დირექტორმა ხავიერ ანგულომ ჟურნალისტებს ქართული დელეგაცია წარუდგინა და ქართული კინოს შესახებ 2 საათიანი დისკუსია გამართა მრგვალი მაგიდის ფორმატში.
პრესკონფერენციაზევე მოხდა ქართული ფილმების კატალოგის წარდენა, რომელიც ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოიცა.
საღამოს, კალდერონის თეატრში გაიმართა კოტე მიქაბერიძის 1929 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება. "ჩემი ბებია" მუსიკალურად რეზო კიკნაძის ტრიომ გააფორმა.
ღონისძებას საქართველოს საგანგებო და სრულუგლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში - ილია გიოგაძე დაესწრო.
ვალიადოლიდის კინოფესტივალი 1956 წლიდან იმართება და იგი ესპანეთში საავტორო კინოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია. წელს ფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანა საქართველოა. ჯამში ვალიადოლიდში 20-ზე მეტი ქართული ფილმი აჩვენეს.