დღეს, 30 სექტემბერს, ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ნატოს გენმდივანი 22:30 საათზე ჩამოვა.
ოფიციალურ შეხვედრებს რასმუსენი 1-ელ ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრით დაიწყებს, რომელიც საგრეო უწყებაში 09:00 საათზე გაიმართება.
ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ, 10:00 საათზე, ნატოს გენერალური მდივანი თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიასა და ქართველ ჯარისკაცებს შეხვდება, სადაც ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართავს.
თავდაცვის სამინისტროდან ანდრეს ფოგ რასმიუსენი პარლამენტში გაემგზავრება და 10:30 საათზე პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდება, რის შემდეგაც, 11:30 საათზე, იგი სახელმწიფო კანცელარიაში შეხვედრას პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართავს.
იმავე დღეს, 12:05 საათზე, ნატოს გენერალური მდივანი ნატოს სამოკავშირეო ოფისს გახსნის.
ვიზიტის ბოლოს კი, 13:20 საათზე, ნატოს გენმდივანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც სააკაშვილისა და რასმუსენის ერთობლივი ბრიფინგია დაგეგმილი.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს 16:00 საათზე დატოვებს.