ექსპოზიციას "ბენუას მადონადან" "ვიტრუვიანელ ადამიანამდე" ლუვრის მუზეუმი ათი წლის განმავლობაში ამზადებდა. ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავთნ დაკავშირებით ლუვრი ისტორიაში მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთ უდიდეს რეტროსპეტქივას ხსნის.
"ლეონარდო და ვინჩი საფრანგეთში 1516 წელს ჩავიდა. სწორედ აქ გარდაიცვალა ის სამი წლის შემდეგ. ლუვრში დაცულია მისი ხუთი ნახატი", - აღნიშნა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვენსან დელიევენმა.
პარიზს თავიანთი ექსპონატები გაუგზავნეს მსოფლიოს უდიდესმა მუზეუმებმა, მათ შორის პეტერბურგის ერმიტაჟმა, ვატიკანმა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენმა. დამთვალიერებლებს შეუძლიათ ნახონ მხატვრის 160 ნამუშვარი, მათ შორის სკულპტურები, ნახატები, ტილოები, ჩანახატები, ჩანაწერები.
ბოლო დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ლუვრში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი Homo vitruviano-ს ჩამოტანა. ილუსტრაცია წიგნისთვის, რომლის ზომაც 34 სმ 24 სმ-ზეა, ეძღვნება ანტიკური რომის არქიტექტორის ვიტრუვის შრომებს. ის ვენეციის გალერეის აკადემიაში ინახება, მისი ტრასნპორტირების წინააღმდეგი იყო ორგანიზაცია Italia Nostra, თუმცა სასამართლომ აქტივისტებს მხარი არ დაუჭირა.
ფოტო: BBC