მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ნიუ იორკში, კარნეგი ჰოლში დაუკრავს.
როგორც პიანისტის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, კონცერტი ლეგენდარულ დარბაზში 21 მაისს გაიმართება.
კარნეგი ჰოლში გამართულ კონცერტზე ხატია ბუნიათიშვილი შუბერტის, ლისტისა და სტრავინსკის ნაწარმოებებს შეასრულებს.
ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს და კარიერის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ საკონცერტო დარბაზში გაუმართავს კონცერტი, მათ შორის, კარნგეი ჰოლშიც.
ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.