Netflix-მა სატელევიზიო შოუ "გვირგვინი/The Crown"-ის მესამე სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა.
სატელევიზიო შოუს მესამე სეზონში დედოფალ ელისაბედის როლს ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ოლივია კოლმანი შეასრულებს. შეგახსენებთ, სერიალის პირველ და მეორე სეზონში დედოფლის როლს კლერ ფოი ასრულებდა.
სერიალის შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებით, მესამე და მეოთხე სეზონი 60-70-იანი წლების ბრიტანეთს დაეთმობა.
მესამე სეზონის პრემიერა 17 ნოემბერს გაიმართება.