ეროვნულ დაუმორჩილებლებას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ქართველი ხალხი თავის თავში შიშს და სიხარბეს დაძლევს, _ ამის შეახებ ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილის ფილარმონიაში წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა დარბაზის გაფართოხებულ სხდომაზე განაცხადა.
"მე არ მაქვს რეცეპტი, თუ როგორ უნდა შევცვალოთ დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ მე ვიცი თუ როგორ უნდა ვიაროთ ამ გზისკენ. პირველ რიგში აუცილებელია ქართველმა ხალხმა თავის თავში შიში და სიხარბე დაძლიოს, რომლის გარეშეც ეროვნულ დაუმორჩილებლობას აზრი არ ექნება" - განაცხადა ადვოკატმა "წარმომადგენლობით სახალხო კრების" მხარდამჭერთა გაფართოებულ სხდომაზე.
ამასთან, მან საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზეც ისაუბრა და დღევანდელი ხელისუფლება ფაშისტურ გერმანიას და საბჭოთა ხელისუფლებას შეადარა.
"20 წლის წინ, ჩვენ გავემიჯნეთ იმ სახელმწიფოს, სადაც ყოველთვის საუბრობდნენ თუ რა წარმატებები ჰქონდათ განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, როგორ დაძლიეს სიღარიბე, რა რეფორმებს ატარებენ, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო წლებია ამ ხელისუფლების პირობებში კვლავ იმ სახელმწიფოში დავბრუნდით. დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები შეიძლება შევადაროთ მხოლოდ ფაშისტურ ან კომუნისტურ რეჟიმს. ამიტომ ბრძოლა ერთი ადამიანის წინააღმდეგ სწორად არ მიმაჩნია, აუცილებელია ქვეყანაში მთელი მმართველობის სისტემა შეიცვალოს", - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
"წარმომადგენლობით სახალხო კრების" მხარდამჭერთა გაფართოებულ სხდომა ფილარმონიაში ამ წუთებშიც გრძელდება.