უეფამ, შესაძლოა, სტამბოლში ჩემპიონტა ლიგის ფინალი აღარ ჩაატაროს.
უეფას ვიცე-პრეზიდენტ მიშელ უვას თქმით, ორგანიზაცია მატჩის გადატანის თაობაზე მსჯელობს.
"ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხზე. ყველა გადაწყვეტილება უეფას ხელმძღვანელობასთან და პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული", - განაცხადა უვამ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უეფამ თურქეთისა და ალბანეთის ნაკრებების მატჩზე მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. შეხვედრის 90-ე წუთზე, ალბანეთის კარში გატანილი გოლის შემდეგ, თურქმა ფეხბურთელებმა თავიანთი ქვეყნის მიერ სირიაში, ქურთების წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერა საგანგებო ჟესტით გამოხატეს.
უეფას წესების თანახმად, მატჩებზე, მოქმედება, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და რელიგიურ შეხედულებებს კატეგორიულად არის აკრძალული და გარკვეულ სანქციებსაც ითვალისწინებს.