ბათუმი ევროკავშირის პანპროგრამის "ჯანმრთელი გარემო და გადაადგილება ველოსიპედებით" ფარგლებში სპეციალური სამუშაო შეხვედრას უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს მთავრობისა და ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება და ორი დღის განმავლობაში 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
მთელს მსოფლიოში, დასახლებულ ადგილებსა და ქალაქებში, ავტომანქანების გამონაბოლქვისაგან გამოწვეული გარემოს დაბინძურების ხარისხი კრიტიკულ ზღვრამდე მიდის. სახელმწიფოთა უმრავლესობა მრავალი სახის სხვადასხვა აქციებს ატარებს აღნიშნული ფაქტის შესამსუბუქებლათ, მათი უმრავლესობა მოსახლეობას ისეთი სახის ტრანსპორტით გადაადგილებას ურჩევნ, რომელიც მექანკური ძრავის გარეშე იქნება.
სამუშაო შეხვედრის ძირითადი საკითხებია: გამოცდილებების გაზიარება, პროგრამის განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების გაცნობა, პროექტის მიზანშეწონილობის გარკვევა და, პროექტთან დაკავშირებით, სპეციალური წინანდადების მომზადება.