თბილისში, მშრალი ხიდის რეაბილიტაციის დროს მშენებლებმა ისტორიული არტეფაქტები აღმოაჩინეს. სპეციალისტების თქმით, აღმოჩენილ საფლავის ქვებზე ქართული და სომხური წარწერებია და XIX-XX საუკუნებით თარიღდება.
აღმოჩენილ მასალაზე სპეციალისტები მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. იმ შემთხვევაში თუ საფლავის ქვები კულტურული ღირებულების მატარებელი აღმოჩნდება, ის ავლაბრის პანთეონს ან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაეცემა.