საქართველოსა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ამ შედეგით D ჯგუფში მდგომარეობა არ იცვლება : ირლანდია კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო საქართველო მეოთხეზე და მხოლოდ გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებს უსწრებს.
რაც შეეხება ქვეყნებს შორის ჩატარებული მატჩების სტატისტიკას, 11 მატჩიდან 9 ირლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ორი ფრედ. ბურთებს შორის სხვაობა 18:5. ცხადია, ირლანდიის სასარგებლოდ.
ირლანდიელები შეხვდებიან სტუმრად შვეიცარიელებს და შინ - დანიას, ამ მატჩებში EURO-2020 – ზე საგზურების ბედი გადაწყდება.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა შესარჩევი ციკლის ორი მატჩი უნდა ჩაატაროს - გიბრალტარისა და შვეიცარიის ნაკრებებთან.