ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 51-ე თეატრალური სეზონი ქართული მუსიკის კლასიკოსის ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ პრემიერით გაიხსნა.
სპექტაკლი მოამზადა დამდგმელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით.
საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობდნენ - ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. მთავარ როლებს შეასრულებენ თეატრის სოლისტები: ბადრი ადამია (კოტე), ბაკურ კვირიკაშვილი (ლევანი), ფერიდე ჯინჯიხაძე (მარო), კალისტრატე ხარჩილავა (მაკარი), მარიკა მაჩიტიძე, სოფიო ბერიშვილი (ქეთო), ემილ ჩარგაზია (საქო), იაგო ბუხრიკიძე (სიკო), მაია ნიკოლაძე (ბარბალე), ნათია სტეფანიშვილი, ინგა ფუტკარაძე (ბაბუსი). ქუთაისის ოპერის თეატრში 51-ე სეზონის გახსნას ტურისტებიც ესწრებოდნენ. სპექტაკლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ 13 ოქტომბერსაც იქნება წარმოდგენილი.