საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გერმანიასა და ა შშ- ში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენას „სივრცედ ქმნილი ფერი“ გახსნას დაესწრო.
,,ვახტან ბარდაველიძის შემოქმედება და ეს გამოფენა ნამდვილი აღმოჩენაა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისათვის. იგი საკმაოდ ცნობილი მხატვარი იყო გერმანიაში და როგორც ხშირად ხდება, უცხოეთში უფრო დაფასებული, ვიდრე საქართველოში. დღეს, გამორჩეული პატრიოტიზმით ცნობილმა, მისმა ოჯახმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა. ნიშანდობლივია, რომ მხატვრის ცოლი და შვილები დაბრუნდნენ საქართველოში და დააბრუნეს ეს ძვირფასი კოლექცია", - განაცხადა პრეზიდენტმა და ქართულ საზოგადოებას გამოფენის დათვალიერებისაკენ მოუწოდა. 50 - მდე ნამუშვრის ნახვა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში პირველად გამოიფინა 18 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.