დღეს, 29 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს იტალიაში მოქმედი "ქართული კულტურის ცენტრის" დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის წევრები იტალიელი პროფესორ-მასწავლებლები არიან. მათ საქართველოში ვიზიტს ტურისტულ-შემეცნებითი ხასიათი აქვს.
"ქართული კულტურის ცენტრი"მილანში ქართველი ემიგრანტი პროფესორის, ნინა ყაუხჩიშვილის ინიციატივით დააარსდა. ცენტრის დელეგაციის წევრების უმეტესობისათვის ეს საქართველოში პირველი ვიზიტია და ისინი საქართველოს გაცნობას უნივერსიტეტიდან დაიწყებენ, სადაც მათ პროფესორი რისმაგ გორდეზიანი უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში იტალიელი პროფესორები თბილისს, მცხეთას, ქუთაისს, უფლისციხეს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და ყაზბეგს მოინახულებენ.