დღეს, 29 სექტემბერს, დედაენის ბაღში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით კნუტ ჰამსუნის ნაწარმოების "ზღაპრულ მხარეში" პრეზენტაცია გაიმართება.
ნორვეგიელმა მწერალმა 1903 წელს გამოაქვეყნა წიგნი -@"ზღაპრულ მხარეში" ("კავკასიაში განცდილი და ნაოცნებარი"). ჰამსუნის მიერ აღწერილი თბილისი, საქართველო და მთელი კავკასია ცოცხალი და შთამბეჭდავია. მწერალს ძალიან უნდოდა გამოცემაში მისი მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა მოხვედრილიყო, თუმცა ამ თხოვნაზე გამომცემლისგან უარი მიიღო.
ჰამსუნის "ზღაპრულ მხარეში" უხვი ილუსტრაციებით 107 წლის შემდეგ საქართველოში გამოიცა. წიგნი დასურათებულია მე-19 საუკუნის ქართველი ფოტოგრაფების შედევრებით.
წიგნი გამოიცა სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.