ქართული ფილმი "შინდისი" ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
დიმიტრი ცინცაძის "შინდისის" ევროპული პრემიერა 11 ოქტომბერს ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება, მანამდე კი 10 ოქტომბერს მას ქართული კინოს ფორუმზე, ბაკურიანში ნახავენ.
"შინდისი" საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის სექციაში "აღმოჩენები" აჩვენებენ კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის - ლევან აკინის ფილმს "და ჩვენ ვიცეკვეთ".