ლატვიის ნაკრების თავკაცმა ალექსანდრ სტარკოვსმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც 8 ოქტომბერს სტუმრად საბერძნეთთან და 12 ოქტომბერს შინ საქართველოს ნაკრებთან ევრო-2012-ის შესარჩევი მატჩებისთვის მოამზადებს.
ლატვიელები ქართველებთან და ბერძნებთან ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებენ.
სტარკოვსმა გუნდში შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:
მეკარეები: ანდრის ვანინსი ("სიონი", შვეიცარია), ალექსანდრ კოლინკო ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), დენის რომანოვსი ("ხაზარი", აზერბაიჯანი);
მცველები: ოსკარს კლიავა ("ანჟი", რუსეთი), პაველ მიჰადიუკსი ("მეტალურგსი"), დენის ივანოვსი ("სივასსპორი", თურქეთი), კასპარს გორკშსი (ქპრ, ინგლისი), ვიტალის სმირნოვსი, ალეკსანდრს ფერტოვსი (ორივე - "სკონტო");
ნახევარმცველები: მაქსიმს რაფალსკისი ("მეტალურგსი"), იურის ჟიგაევსი ("ვენტსპილსი"), არტის ლაზდინსი ("იელგავა"), იურის ლაიზანსი ("სალიუტი", რუსეთი), ვიტალის ასტაფიევსი, ალექსანდრს ცაუნია (ორივე - "სკონტო"), ანდრეის რუბინსი ("ყარაბახი", აზერბაიჯანი);
თავდამსხმელები: მარის ვერპაკოვსკისი ("ერგოტელისი", საბერძნეთი), გიტის კარლსონსი ("ინტერი", აზერბაიჯანი), ადრის პერეპლიოტკინსი ("სკონტო"), არტიომს რუდნევსი ("ლეხი", პოლონეთი).