საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც მალტასთან სახლში და ლატვიასთან სტუმრად გასამართ შეხვედრებზე ითამაშებენ.
ქეცბაიამ არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო"), გრიგოლ ბედიაშვილი ("ოლიმპი");
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი ("კაისერისპორი", თურქეთი), კახი კალაძე ("ჯენოა", იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი", ინგლისი), ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია (ორივე - "რუბინი", რუსეთი), მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), მათე ღვინიანიძე ("მიუნხენ 1860", გერმანია), ნიკა კვეკვესკირი ("ბაია");
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი), გოგიტა გოგუა ("სპარტაკი", ნალჩიკი, რუსეთი), ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო"), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), დავით დევდარიანი ("ორჰუსი", დანია);
თავდამსხმელები: ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი"), მათე ვაწაძე ("დინამო"), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე"), ლადო დვალიშვილი ("მაკაბი", ჰაიფა, ისრაელი), დავით სირაძე ("სპარტაკი", ნალჩიკი, რუსეთი).
გუნდში, საბერძნეთისა და ისრაელის ნაკრებებთან შეხვედრის შემდეგ, ოთხი ახალი ფეხბურთელია - დავით დევდარიანი, მურთაზ დაუშვილი, ნიკა კვეკვესკირი და მათე ვაწაძე.
2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ქართველები მალტას 8 ოქტომბერს დაუპირისპირდებიამ, 12-ში კი ლატვიას.
მალტასთან საშინაო მატჩში, ნაკრებს ლობჟანიძე ვერ დაეხმარება, რომელმაც განვლილ ორ შეხვედრაში თითო ყვითელი ბარათი მიიღო.
საქართველოს ნაკრებს ამჟამად ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული. პირველ ტურში, სტუმრად საბერძნეთთან 1:1 ითამაშა, ხოლო ისრაელს თბილისში 0:0.