იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ ოსაკას ჰანაზონოს რაგბის სტადიონზე მორიგი მატჩი ფიჯის ეროვნულ გუნდთან გამართა.
ანგარიში მე-20 წუთზე ფიჯის ნაკრებმა გახსნა. 35-ე წუთზე კი ბორჯღალოსნებმა პირველი 3 ქულა მოიპოვეს. მატჩის პირველი ნახევარი ფიჯის გამარჯვებით 7:3 დასრულდა.
შეხვედრა ფიჯის გამარჯვებით 45-10 დამთავრდა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.