იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველო-ურუგავის შორის გამართულ თამაშზე, ქართველი ბორჯღალოსნების მიერ გატანილი ლელოებისას, მოედანზე რუსული სიმღერები ირთვებოდა, რამაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელისა და მოთამაშეების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
"მინდა, მომენტი გამოვიყენო და თამაშის მომსახურე პერსონალს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდო. მათ მატჩის დროს რუსული მელოდია ბევრჯერ ჩაგვირთეს და კარგი იქნება, თუკი ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ", - თქვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ.
რუსულ სიმღერასთან დაკავშირებით, პროტესტი გამოხატა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
"თამაშისას გამოყენებული მუსიკა რუსული იყო. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ რუსეთი საქართველო არაა და საქართველოც არაა რუსეთი. ჩვენ სხვადასხვა ენა, სხვადასხვა კულტურა და სხვა ყველაფერიც განსხვავებული გვაქვს. ამდენად, კარგი იქნება, თუკი მსოფლიო რაგბი ამ მხრივ მეტ ყურადღებას გამოიჩენს!" - განაცხადა ჰეიგმა.
დღეს, კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაბგის მსოფლიო თასის პრესსამსახურმა, აღნიშნული ინცინდენტის გამო, საქართველოს ბოდიში მოუხადა.
"გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ჩვენს ქართველ მეგობრებს ამ უხერხულობისთვის. ჩვენ ეს ამბავი განვიხილეთ ორგანიზატორებთან, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს“,-აცხადებს პრესმდივანი.
"ბორჯღალოსნებმა" ურუგვაის ნაკრები 33:7 დაამარცხეს.