სუპერმოდელი ბელა ჰადიდი Instagram-ის პირად გვერდზე "ბალენსიაგას" კრეატიულ დირექტორს, დიზაინერ დემნა გვასალიას სპეციალურ პოსტს უძღვნის.
მსოფლიოს რთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოდელი აღფრთოვანებას ვერ მალავს, „ბალენსიაგას" ჩვენებაში მონაწილეობით, ის ქართველ დიზაინერს გენიოსს უწოდებს.
"ყველაზე რადიკალური გუნდი. არასდროს დამავიწყდება რომ შენი დიადი ხედვების თანამონაწილე ვიყავი. არავინ ჰგავს "ბალენსიაგას" მოდის სახლს. ეს სულ სხვა დონეა", წერს ბელა ჰადიდი.