მზიურში გაიმართა თვითნასწავლი მხატვრის, ვახტანგ გურაბანიძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა სახეწლოდებით - „ფერადი ემოციები“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 50-მდე ნამუშაევარი, რომელიც პროფესიით ექიმმა მხატვარმა უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში შექმნა.
"როცა ხატვა დავიწყე, წელიწადნახევრის წინ, არ მიფიქრია, რომ ასე სწრაფად გამოვფენდი ჩემ ნამუშევრებს. შემდეგ როცა დაგროვდა ნახატები მეგობრების რჩევით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემერჩია ნახატები და საზოგადოებისთვის წარმედგინა.
მიხარია, რომ ხალხმა კარგად მიმიღო. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. მოვისმინე ქება, რაც სასიამოვნოა. კრიტიკაც, რომელიც თუ გინდა რომ განვითარდე, აუცილებელია. მიხარია, რომ ჩემი ემოციები, ჩემი ფერადი ემოციები, სწორედ ამიტომაც ერქვა ასე გამოფენას, დამთვალიერებელმა კარგად და სწორად მიიღო. მადლობა მინდა გადავუხადო თითოულ დამთვალიერებელს, რომელმაც გამონახა დრო და მოვიდა.“, - თქვა გურაბანიძემ.