ესპანელმა მსახიობმა პენელეპე კრუსს, კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, სან-სებასტიანის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო/the Donostia Prize გადასცეს. იტყობინება Hollywood Reporter-ი.
მსახიობს საპატიო ჯილდო ირლანდიელმა ვოკალისტმა და ჯგუფ U2-ს სოლისტმა ბონომ გადასცა.
ჯილდოს მიღებისას პენელოპე კრუსი თავის სამადლობელ სიტყვაში შეეხო ესპანეთსა და დანარჩენ მსოფლიოში არსებულ ოჯახური ძალადობის საკითხს.
"მხოლოდ ამ წელს ესპანეთში 44 ქალი მოკლეს გენდერული ნიშნით, 2003 წლიდან კი ათასზე მეტი. რამდენი ქალია მოკლული ამ ნიშნით დანარჩენ მსოფლიოში?", - თქვა მსახიობმა.
პენელოპე კრუსმა მოუწოდა ქალებს, რომ აღმოაჩინონ ძალა საკუთარ თავში, რაც მათ სჭირდებათ იმისთვის, რათა პრობლემის შესახებ ყველას გააგებინონ, ვიდრე გვიანი არ იქნება.
პენელოპე კრუსი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
პენელოპე კრუსმა 2008 წელს მიიღო ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ოსკარი, "ვიკი, კრისტინა, ბარსელონაში" შესრულებული როლისთვის, რითაც ის პირველი ესპანელი ოსკაროსანი მსახიობი გახდა.
ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში კინოფესტივალი 1953 წლიდან იმართება.