თელავში ოქტომბერში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავის განახლებულ თეატრში გაიმართება, რომელსაც ცნობილი ქართველი მუსიკოსი ელისო ვირსალაძე უხელმძღვანელებს.
მისივე თქმით, თელავი ძველ ტრადიციულ სახეს იბრუნებს და 20 წლის შემდეგ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ძველი სახით დაბრუნდება და მისი სახელი კვლავ ცნობილ ქართველ მუსიკოსთან ელისო ვირსალაძესთან იქნება დაკავშირებული.
"20 წლის შემდეგ ბრუნდება მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი. ელისო ვირსალაძის თაოსნობით, თელავში მსოფლიო დონის ვარსკვლავები მოიყრიან თავს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.