1 ივლისიდან 17 აგვისტომდე იტალიის ცნობილ საერთაშორისო კინოფესტივალზე " CinemadaMare " (კინო და ზღვა) მიწვეული იქნა გადამღები ჯგუფი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელსაც მხარდაჭერა გაუწია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა.
6 კვირის მანძილზე, ჯგუფი აწარმოებდა გადაღებებს, რის შედეგადაც ყოველი კვირის ბოლოს მზადდებოდა მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ამის პარალელურად მათ შექმნეს დოკუმენტური ფილმი იტალიაში მოგზაურობაზე.
ფილმმა "ისინი მოდიან", მოიპოვა პრიზი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, რომელიც ანა ჩერქეზიშვილისა და კამრან ფაიქის (პაკისტანი) ერთობლივი ნამუშევარია. ფილმზე ასევე მუშაობდნენ, ოპერატორი ლევან მახარაძე და ხმის რეჟისორი ნინო თევდორაშვილი.
ამ პროექტის პრეზენტაცია - ფოტო გამოფენა და ფილმების ჩვენება გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, 28 სექტემბერს, 15:00 საათზე.