ჯეიმს კემერონის ფილმში "ტიტანიკი" ხანდაზმული ქალბატონის როუზ კალვერტის როლის შემსრულებელი მსახიობი გლორია სტიუარტი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი სუნთქვის დახშობა და ჟანგბადის უკმარისობა გახდა, რაც ფილტვის კიბოთი იყო გამოწვეული.
გლორია სტიუარტს 70-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. "ტიტანიკში" მოხუცი ქალის როლის შესრულებისთვის კი იგი "ოსკარზე" იყო წარდგენილი.
გლორია სტიუარტი ორჯერ იყო დაქორწინებული. მას ქალიშვილი, 4 შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი დარჩა.