"ბითლზის" ლეგენდარულ სოლისტს ჯონ ლენონს, 9 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღეზე, საქართველოში კლუბ შკყLოუნგე - ში (ბეთანია) გაიხსენებენ.
ჯონ ლენონის დაბადების დღის აღსანიშნავი საღამო Iგროუპ -ის ინიციატივით გაიმართება. მომღერლის უკვდავ ჰიტებს შეასრულებენ ჯგუფები "ვაკის პარკი", "ნალი" და მომღერალი ვალერი კოჩაროვი.
ჯონ ლენონის იუბილეს აღსანიშნავ საღამოზე ჯგუფები 4 საათის განმავლობაში შეასრულებენ ლეგენდარული "ბიტლზები"-ს სიმღერებსა და კომპოზიციებს
ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი, ჯგუფ „ბითლზის"-ის დამფუძნებელი და წევრი, ჯონ უინსტონ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წლის 9 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთში, ლივერპულში დაიბადა. მშობლების დაშორების შემდეგ, 4 წლის ასაკიდან, ჯონი დეიდა მიმისთან გაიზარდა. მამა, სავაჭრო ფლოტის მეზღვაური, არც ბავშვის დაბადებას დასწრებია და არც მის აღზრდაში მიუღია მონაწილეობა. დედა, ჯულია, ხელმეორედ გათხოვდა, თუმცა, არ გაუწყვეტია კავშირი ჯონთან და დეიდა მიმისთან.