საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიაში მსოფლიო თასზე უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და 14:43 დამარცხდა.
იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ბორჯღალოსნებმა ქალაქ ტოიოტას სტადიონზე გამართეს. მატჩის მოერე ტაიმში, 44-ე წუთზე პირველი ლელო ქართველმა მორაგბემ შალვა მამუკაშვილმა დადო. მეორე ლელოს ავტორია ლევან ჩილაჩავა.
სასტარტო შემადგენლობაში მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ტურნირის ექვსი დებიუტანტი დააყენა, მათ შორის თედო აბჟანდაძე, სოსო მათიაშვილი და მირიან მოდებაძე.
ტრავმირებული მერაბ შარიქაძის ნაცვლად მოედანზე გუნდს მიხეილ ნარიაშვილი კაპიტნობდა, შემადგენლობაში იყო მამუკა გორგოძეც, რომელმაც თავის მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს. საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას ურუგვაის ნაკრებთან 29 სექტემბერს გამართავს.