ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა - საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი კრიტიკოსთა რჩეული მატვრული ფილმი გამოავლინა.
BIAFF 2019-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) - ჟიურის თავჯდომარე, ტატიანა დეტლოფსონი (აშშ), მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი), რუსუდან გლურჯიძე (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:
გრანპრი - "და იქმნა ნათელი", მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019
საუკეთესო რეჟისურა - "ოცნებების სასახლე", რეზა მირკარიმი, ირანი, 2019
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - კაიან აჩიკგოზი, ფილმში "სამი დის ზღაპარი", ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019
საუკეთესო მსახიობი ქალი - ეჩე იუკსელ ფილმში "სამი დის ზღაპარი", ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019
ჟიურის სპეციალური პრიზი - "სეზონის დასასრული", ელმარ იმანოვი, გერმანია/აზერბაიჯანი/საქართველო, 2019
BIAFF 2019-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - ქშიშტოფ გიერატ (პოლონეთი) - ჟიურის თავჯდომარე, გასიდე გოლმაკანი (ირანი), კარენ ავეტისიანი (სომხეთი), ოლეს იანჩუკი (უკრაინა), ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა:
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - "მაფიის გადაღება", კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019
ჟიურის სპეციალური პრიზი - "სიყვარულის ავტომობილი", ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019
"ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ", ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი, 2019
BIAFF 2019-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ - ოთარ შამათავა - თავჯდომარე (საქართველო), პოლ თილჯეს (ლუქსემბურგი), დავიდ ლორენცი (გერმანია), ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გასცა პრიზები"
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "ცხოველი", ამირან დოლიძე, საქართველო, 2019
ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) - გადაეცა ორ ფილმს:
"იმედი", ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019
"საზამთროს წვენი", ირინე მორეი, ესპანეთი, 2019
BIAFF 2019-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ - ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე, სალომე კიკალეიშვილი, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:
საუკეთესო მხატვრული ფილმი - "ოცნებების სასახლე", რეზა მირკარიმი, ირანი, 2019
BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ - მანუჩარ შერვაშიძე (საქართველო), პოლ შრედერი (აშშ), დენის ლავანი (საფრანგეთი), ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი)
კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდა BIAFF 2019 ინდუსტრიული პლატფორმის გამარჯვებული პროექტები და გადაეცათ შემდეგი პრიზები:
ვროცლავის აუდიოვიზუალური ცენტრის (CETA) პრიზი - 10,000 ევროს ექვივალენტი კინოპროდუქციის სერვისი - პროექტს "ნარინჯისფერი ცა" - რეჟისორი და პროდიუსერი შალვა შენგელი, თანასცენარისტი ალექსანდრე ქურხული.
BIAFF კინოფესტივალის პრიზი - საერთაშორისო კინოფესტივალზე Berlinale დასწრება - პროექტს "ტვირთი" - რეჟისორი და პროდიუსერი ანა იოსავა, თანასცენარისტი ოთარ ქათამაძე.
სტამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის Meeting on the Bridge პრიზი - სატამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე დასწრება - პროექტს "შენ გავხარ მამას" - რეჟისორი ლევან ლომჯარია, პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე.