"სამეფო კარის თამაშები" ნომინაციაში საუკეთესო დრამატული სერიალი Emmy-ის გამარჯვებული გახდა.
ამავე ნომინაციაში პრიზის მოსაპოვებლად ასევე იბრძოდნენ სერიალები: "სჯობს, დაურეკოთ სოლის", "ევას მკვლელობისას", "ოზარკი", "პირადი მცველი", "პოზა", "მემკვიდრეები" და "ეს ჩვენ ვართ".
"ემის" მფლობელი მამკაცის საუკეთესო როლისთვის დრამატულ სერიალში გახდა ბილი პორტერი სერიალ "პოზაში" შესრულებული როლისთვის. ანალოგიური ჯილდო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო ჯუდი კომერმა სერიალში - "ევას მკვლელობისას" - შესრულებული როლისთვის.
პიტერ დინკლეიჯს გადაეცეა ჯილდო "საუკეთესო მეორხარისხოვანი როლის შემსრულებელი დრამატული მსახიობი კაცის ნომინაციაში" სერიალ "სამეფო კარის თამაშებისთვის", ამავე ნომინაციაში, საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა ჯულია გარნერი სერიალ "ოზარკიდან".
"სამეფო კარის თამაშებმა" "ემის" დაჯილდოებაზე ნომინაციების რეკორდული რაოდენობა მიიღო, და ამ მხრივ 25 წლის წინ დამყარებული რეკორდი მოხსნა.
სერიალის ფინალური სეზონი აპრილში გამოვიდა. მერვე სეზონის თითოეული სერია საშუალოდ 44,2-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა.
"ემი" ამერიკული სატელევიზიო პრემიაა, რომელიც "ოსკარის" ,"გრემის" და პრემია "ტონის" სატელევიზო ეკვივალენტად მიიჩნევა. პრემიების გადაცემა 1946 წელს სატელევიზიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ დააფუძნა.