საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე გახსნით მატჩს დღეს გამართავს და უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.
იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩს ბორჯღალოსნები ქალაქ ტოიოტას სტადიონზე გამართავენ.
სასტარტო შემადგენლობაში მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ტურნირის ექვსი დებიუტანტი დააყენა, მათ შორის თედო აბჟანდაძე, სოსო მათიაშვილი და მირიან მოდებაძე.
ტრავმირებული მერაბ შარიქაძის ნაცვლად გუნდს მოედანზე მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს და შემადგენლობაში მამუკა გორგოძეც იქნება, რომელიც თავის მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებს.
მატჩი საქართველოსა და უელსს შორის 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირ რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველი არხზე იქნება შესაძლებელი.