საქართველოში პირველად ტარდება საერთაშორისო შეჯიბრება ღია წყალზე ცურვაში „თბილისის ცურვის ფესტივალი“ (Tbilisi Swim Fest) სხვადასხვა ქვეყნის მოცურავეების მონაწილეობით!!!
მოცურავეებს დიდი საჩუქარი გაუკეთა თბილისის მერიამ, აქუატიქსმა და შვეიცარიელმა მეგობრებმა!!!
პირველ დღეს, 21 სექტემბერს ნაძალადევის სპორტული კომპლექსის აუზში გაიმართება კროლით ცურვა (50, 100, 400 და ესტაფეტა). გახსნის ცერემონია 9:50 სთ.
ხოლო 22 სექტემბერს გაიმართება ძირითადი შეჯიბრება ღია წყალზე ცურვაში თბილისის ზღვაზე ჯინო ფერედაისის მიმდებარედ (1000, 1852, 3000 და 7000 მ.). გახსნის ცერემონია 8:50 სთ.
Tbilisi Swim Fest-ის ფარგლებში უცხოელი მონაწილეებისა და სტუმრებისათვის 13 საათზე თბილისის ზღვაზე (ჯინო ფერედაისის მიმდებარედ) გაიმართება საჩვენებელი გაცურვები „მხედრული კოლხურით“ ცურვაში. უცხოელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და მოუთმენლად ელოდებიან ამ გაცურვას.