რუმინეთის პრემიერ - მინისტრმა ემილ ბოკმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა კვლავ შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული გაჭიანურებული კონფლიქტებით. ამის შესახებ რუმინეთის პრემიერმა გაეროს 65-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონებში არსებული კონფლიქტების მოგვარების გზები უკვე შეთანხმებულ ფორმატში უნდა იქნას შესწავლილი. ამ კონფლიქტებზე გაერომ მონიტორინგი მაინც უნდა გააძლიეროს, რათა არ დაუშვას საზღვრების საერთაშორისო სამართლის დარღვევა და უზრუნველყოს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულება", - განაცხადა ემილ ბოკმა.