ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ბრენდ Vetements-ს ტოვებს. ინფორმაციას ექსკლუზიურად ავრცელებს გამოცემა WWD.
დემნა გვასალიამ ცნობილი ბრენდი Vetements-ი თავის ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად შექმნა.
გამოცემის ინფორმაციით, დემნა გვასალია გააგრძელებს მუშაობს ბრენდ Balenciaga-ში, სადაც ის 2015 წლიდან მუშაობს მთავარ კრეატიულ დირექტორად.