მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართველმა მოჭიდავემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ყაზახი შარლან ჟაკანშა დაამარცხა.
სპორტსმენმა ნუგზარ წურწუმიამ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ოქროს მედალი 12 წლის შემდეგ მოიპოვა.
წურწუმია ნახევარფინალში იაპონელ შოტა ოგავას დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 8:0 დაამარცხა მეტოქე. ქართველმა სრული უპირატესობით წარმართა ორთაბრძოლა და უშანსოდ დაამარცხა აზიელი ფალავანი