"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათუსიას მოთხოვნა მიმდინარე კვირაში სამთავრობო საათი გამართულიყო "ჩავარდა". როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი ჯონდი ბაღათურიამ ოფიციალური წერილით ხუთშაბათს საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით სამთავრობო საათის გამართვა მოითხოვა. თუმცა კანონდებლობის შესაბამისად მიმდინარე კვირაში სამთავრობო საათის მოსაწვევად დრო ძალიან მცირეა, რადგან მინისტრებს გარკვეული შეკითხვები წერილობით უნდა გადაეგზავნოს, რათა შემდგომ მათ ამ შეკითხვებზე პასუხი.
იმავდროულად ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო საათის მოსაწყობად მიმდინარე ჯვირაში საქართველოში არ იქნებიან შესაბამისი სფეროს მინისტრებიც.
საუბარია ფინანსათა მინისტრზე, რომელსაც ამ დროს თურქეთში აქვს დაგეგმილი შეხვედრები და შესაბამისად ხუთშაბათის სამთავრობო საათისთვის საქართველოში ვერ იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განმარტებით, სამთავრობო საათის თარიღზე მომდევნო კვირაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იმსჯელებს და თავად ჯონდი ბაღათურიასთან კონსულტაციების შემდეგ დადგინდება თუ როდის გაიმართება სამათავრობო საათი, სადაც დეპუტატები მთავრობის წარმომადგენლებს პენსიებთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე გაესაუბრებიან და შესაბამისა პასუხებსაც მიღებენ.