პარტია კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის თქმით. ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთის გარეშე მომავალი არ აქვთ. როგორც მან გამარჯვების პარკში საქართველოს ვეტერანთა კავშირის ინიცირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, აფხაზებსა და ქართველებს საქართველო ერთად აქვთ ასაშენებელი.
"დღევანდელი დღე ტრაგედიაა, როგორც ქართველების ასევე აფხაზებისთვის. ამ ღონისძიებას უნდა დაესწროს მთელი საქართველო, რადგან ჩვენი ერისთვის 27 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა. საქართველო იარსებებს მანამ, ვიდრე მისი კეთილდღეობისთვის ერთი კაცი მაინც იბრძოლებს მაგრამ ასეთი ფაქტი ათასობითაა",- განაცხადა ძიძიგურმა.