10 სექტემბერს ორგანიზაციებმა ,,ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის’’ და ,,საქართველოს სუიციდის პრევენციის ასოციაცია’’ საჯარო დისკუსია გამართეს, რომელიც სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
შეხვედრას, რომელშიც სტუდენტები, მედიისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ისაუბრეს სუიციდის პრევენციის ეფექტური მექანიზმების, მათ შორის საზოგადოებისა და მედიის როლის შესახებ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად სუიციდის შედეგად იღუპება დაახლოებით 800 ათასი ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია. სტატისტიკურად, ყოველ 1 დასრულებულ სუიციდზე 25 სუიციდის მცდელობა მოდის, ხოლო 1 სუიციდი 135 ადამიანზე ახდენს გავლენას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ქვეყნებმა შეიმუშავონ სახელმწიფო პოლიტიკა, რაც გულისხმობს სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.