ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯილიან ანდერსონი ტელესერიალ The Crown/გვირგვინის მეოთხე სეზონში ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის როლს შეასრულებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა The Crown-ის ტვიტერის ანგარიშიდან.
"აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი ტელესერიალის სრულიად ფანტასტიკურ გუნდს და შესაძლებლობა მომეცა ვითამაშო ასეთი რთული და საკამათო პერსონის როლი", - თქვა ჯილიან ანდერსონმა.
ჯილიან ანდერსონი ცნობილი გახდა სამეცნიერო-ფანტასტიკური სერიალიდან საიდუმლო მასალები/X-Files.
სერიალის შემქმნელებს ჯერ არ გამოუცხადებიათ მეოთხე სეზონის გამოშვების თარიღი, თუმცა ამ დროისთვის ცნობილია, რომ მესამე სეზონის პრემიერ 17 ნოემბერს გაიმართება.
ტელესერიალს მსოფლიოში ერთ -ერთი უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი - ნეტფლიქსი იღებს.