მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული წიგნების ათეულში სამი ხელნაწერი და შვიდი ბეჭვდური ეგზემპლიარი შედის.
ყველაზე ძვირადღირებულ წიგნად მიჩნეულია ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერი "ლესტერის კოდექსი", რომელიც კრისტის აუქციონზე 1994 წელს 30,8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა და რომლის ექვივალენტური ფასი დღეისთვის 44,6 მილიონი დოლარია.
რაც შეეხება ბეჭვდურ გამოცემას, ყველაზე ძვირად შეფასებულია "ამერიკის ფრინველები", რომელიც უახლოეს პერიოდში სოფტის აუქციონზე გაიყიდება და ექსპერტების თქმით, იგი ბეჭვდურ გამოცემებს შორის ყველა რეკორდს მოხსნის.
წიგნის პირველი ეგზემპლარი 1827-1838 წლებში გამოიცა 200 ეგზემპლარი, თვითეული გვერდი 127 სანტიმეტრია. მასში შესულია 435 ხელით მოხატული გრავიურა 90X60 სმ. და მათში ფრინველები თიტქმის ნატურალურ ზომაშია გადმოცემული.
წიგნი ამჟამად ინგლისის ბარონის ფრედერიკ ფერმორ ფესტეკის საკუთრებას წამოადგენს და მას სოფტის აუქციპონზე ამა წლის 7 დეკემბერს გაყიდიან. Uნდა აღინიშნოს, რომ იმავე აუქციონზე ფრედერიკ ფერმორ ფესტეკის კოლექციიდან უილიამ შექსპირის პიესების უნიკალურ გამოცემას გამოიტანენ, რომლის წინასწარი ფასი 1,6-2,3 მილიონი დოლარია.
ამ გამოცემის ერთ-ერთი ეგზემპლარი 2006 წელს 5,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.