ესპანეთის კინოხელოვნების აკადამიამ პედრო ალმოდოვარის კინოსურათი "ტკივილი და დიდება" ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის მოსაპოვებლად წარგზავნა. იუწყება ადგილობრივი მედია.
ფილმში, რომელშიც მთავარ როლს ანტონიო ბანდერასი და პენელოპე კრუსი ასრულებენ, რეჟიორის განვლილი ცხოვრებით არის შთაგონებული.
"ტკივილი და დიდების" მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ანტონიო ბანდერასს მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოქროს პალმის რტო გადაეცა.
აქამდე, ესპანეთის სახელით ოსკარზე პედრო ალმოდოვარის სულ სამი ფილმი იყო წარდგენილი - "ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე" 1988 წელს, "ესაუბრე მას" 2002 წელს და "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" 1999 წელს, რომელთაგან ამ უკანასნელმა შეძლო უმაღლესი ჯილდოს მოპოვება.