ა.წ 18 ივნისიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება სსიპ „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გამართვა შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში .
პროექტის მეორე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები გაიმართება 6 სექტემბერს სოფლებში ტყაია და რუხი, ასევე ქ. ზუგდიდში, სადაც მეცნიერები (ნატო მარშანია, ლია ახალაძე, მანონ ბულისკერია) ქართულ - აფხაზურ კულტურულ და ისტორიულ ურთიერთობებზე გაამახვილებენ ყურადღებას. საუბარი შეეხება კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას და ინტერაქციის რეჟიმში გაიმართება მკითხველთან დიალოგი, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების/მიმართულებების გაცნობა - „პროფორიენტირი“; მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი, ფილმების ჩვენება.
პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც ქ. ზუგდიდში, მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრში ზვიად ბოლქვაძისა და მუსიკალური ბენდის „ნიუტონი“ მონაწილეობით გაიმართება (დასაწყისი 19:00 სთ-ზე - დასწრება თავისუფალია), რომელსაც დაესწრებიან ქ.ზუგდიდში და მის შემოგარენში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებიც.
პროექტის პარტნიორები არიან:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო;
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გამომცემლობა „პალიტრა L“.
ღონისძიებების განრიგი: სოფ. ტყაია - სოფ. რუხი - ქ. ზუგდიდი.
6 სექტემბერი
16:45 - 17:00 - სოფ. ტყაიას საჯარო სკოლის ეზოში მდებარე სკვერის ბიბლიოთეკის „სკვერის ბიბლიოთეკის“ წიგნადი ფონდის განახლება;
17:10 - 17:30 - სოფ. ტყაიას საჯარო სკოლა: ლექცია: „აფხაზი არისტოკრატები დევნილობაში“ (წიგნის პრეზენტაცია) - წარმდგენი გამოცემის ავტორი - მკვლევარი ნატო მარშანია.
17:35 – 17:55 - სოფ. ტყაიას საჯარო სკოლა: ლექცია: „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ (წიგნის პრეზენტაცია) - წარმდგენი გამოცემის ავტორი - ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლია ახალაძე;
17:00 – 17:25 - სოფ. რუხის საჯარო სკოლა: ლექცია: „თანამედროვე მწერლები დევნილობაში“ - წარმდგენი პოეტი მანონ ბულისკერია;
17:30 – 17:50 - სოფ. რუხის საჯარო სკოლა: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების გაცნობა - „პროფორიენტირი“ - წარმდგენი პროგრამის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი დემეტრე მოდებაძე;
17:50 - 18:00 - სოფ. რუხის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნებით განახლება.
19:00 – 20:10 ქ. ზუგდიდი: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე - მუსიკალური კონცერტი - ზვიად ბოლქვაძე და ბენდი „ ნიუტონი“