სან-სებასტიანის 58-ე კინოფესტივალის გამარჯვებული შოტლანდიელი რეჟისორის პიტერ მალანის ფილმმა "ლაწირაკები" მოიპოვა. ამის გარდა ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის მსახიობი კონორ მაკკარონი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა.
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფესტივალის ჟიურიმ ნორა ნავასი დააჯილდოვა ("შავი პური"), რეჟისურისთვის კი რაულ რუისი ("ლისაბონის საიდუმლოებები").
საუკეთესო სცენარისათვის პრიზი ბეტ ჰამერს ერგო (სახლი შობისთვის), ხოლო ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ჯუდიტ კორნელისა და ჟორდი კარდენის ფილმსს "ელისა კ".
სულ ფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში 15 ფილმი აჩვენეს.
2009 წელს ფესტივალის მთავარი პრიზი ჩინელი რეჟისორის ლუ ჩუანის შავ-თეთრ ფილმს "სიცოცხლისა და სიკვდილის ქალაქს" ერგო.