ყატარმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ემბლემა წარადგინა.
"ოფიციალური ემბლემა განასახიერებს ხედვას, რომელიც აერთიანებს და აკავშირებს მთელ მსოფლიოს, ამასთან, ის შეიცავს ადგილობრივი არაბული კულტურის შესანიშნავ ელემენტებსა და ულამაზესი თამაშის ალუზიებს.
ემბლემის ტალღოვანი მრუდები უდაბოს დიუნებს განასახიერებს, უწყვეტი მარყუჟი კი მიუთითებს იმ 8 სტადიონს, სადაც საფეხბურთო მატჩები გაიმართება. ის ასევე უსასრულობის სიმბოლოა.
ემბლემის ფორმა, გარდა იმისა, რომ ფიფას მსოფლიო თასს მოგვაგონებს, არაბული შალის თავსაბურავის მარყუჟის სტილშია წარმოდგენილი, რითაც ხაზგასმულია, რომ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატი ნოემბერსა და დეკემბერში ჩატარდება.
ემბლემაში გამოყენებულია ტრადიციული არაბული კალიგრაფია, თანამედროვე შრიფტით", - ნათქვამია ემბლემის ოფიციალურ აღწერაში.