მუცოს მხარდაჭერა სჭირდება - "ევროპა ნოსტრას" ვებგვერდზე ხმის მიცემა 15 სექტემბრამდე გრძელდება.
მუცოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციამ, როგორც წლის საუკეთესო საკონსერვაციო პროექტმა, ევროპის უმაღლესი აღიარების - ევროპა ნოსტრას ჯილდო მიიღო.
ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს გამარჯვებულთა დაჯილდოვების წარმომადგენლობითი ცერემონია მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის კონგრესის ფარგლებში გაიმართება.
2019 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტებიდან ცერემონიაზე გამოვლინდებიან პრიზი „საზოგადოების რჩეული"-ს მფლობელებიც. ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მხარი დაუჭირონ და ხმა მისცენ მათთვის საინტერესო პროექტს „საზოგადოების რჩეული"-ს სტატუსის მოსაპოვებლად.
ხმის მიცემა ➡ https://vote.europanostra.org/
ხმის მიცემის პროცედურა:
✅ ხმა უნდა მისცეთ სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 3 სხვადასხვა პროექტს;
✅ პირველად ხმა მიეცით მუცოს პროექტს. ამ შემთხვევაში ის შეფასდება 3 ქულით. თქვენს მიერ შერჩეული მეორე პროექტი მიიღებს 2 ქულას, ხოლო მესამე - 1 ქულას;
✅ თქვენი არჩევანის გაგზავნამდე სპეციალურ ველში შეავსეთ სათანადო მონაცემები.
✅ ხმის მიცემისას შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი თქვენი რჩეული პროექტის შესახებ.
✅ ხმის მიცემის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც უნდა დადასტურდეს. (შეტყობინება შამოწმეთ"spam"-ის ველშიც;
✅ხმის მიცემის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 სექტემბერი;
✅ ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
კონსერვაციის კატეგორიის ნომინაციაში ევროპული მემკვიდრეობის პრიზი / ევროპა ნოსტრას ჯილდო მუცოს კომპლექსთან ერთად მოიპოვეს შემდეგმა სარეაბილიტაციო პროექტებმა:
1. მონტრეი ბონის სასახლე - საფრანგეთი
2. ქრისტეს სუდარის ტურინის კაპელა - იტალია
3. წმინდა ბავოს საკათედრო ტაძარი - ჰაარლემი, ჰოლანდია;
4. დედოფალ ლუიზ ედიტის კომპლექსი - ზაბჟე, პოლონეთი;
5. არქეოლოგიური ნაშთების გამოსაფენი პავილიონი - სელჟე, სლოვენია
6. ს'ჰოსტალის ქვის კარიერი - მენორკა, ესპანეთი;
7. პარტალის სასახლის სამლოცველო - ალჰამბრა, გრენადა - ესპანეთი;
8. დიდების კარიბჭე - სანტიაგო დე კომპოსტელა - ესპანეთი;
9. შუა საუკუნეების ბეღელი - ინგატორფი - შვედეთი;
10. ირ ისგვრინი, თრაუსფინიდი - უელსი, გაერთიანებული სამეფო.
ევროპა ნოსტრა წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პანევროპულ ფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც კერძო კომპანიები, ასევე საჯარო დაწესებულებები და ინდივიდები. ორგანიზაცია აერთიანებს ევროპის 40 ქვეყანას და მიზნად ისახავს ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას.
ევროპანოსტრა დაარსდა 1963 წელს და დღეისთვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია.