ვენეციის კინოფესტივალზე, კინემატოგრაფიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, ლეგენდარულ ინგლისელ მსახიობს ჯული ენდრიუსს საპატიო ოქროს ლომი გადაეცა.
83 წლის მსახიობის თქმით, მისთვის ასეთი ჯილდოს მიღება დიდი პატივია.
"თავს ბედნიერად ვთვლი, რომ ჩემი პროფესიული ცხოვრების დიდი ნაწილი კინოხელოვნებას მივუძღვენი", - თქვა ჯული ენდრიუსმა.
ჯულია ენდრიუსმა საერთაშორისო აღიარება „მერი პოპინსსა" და „მუსიკის ჰანგებში" შესრულებული როლებით მოიპოვა.
1965 წელს მსახიობს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო - ოსკარი გადაეცა, მიუზიკლ „მერი პოპინსში" შესრულებული მთავარი როლისთვის.
ვენეციის 76-ე კინოფესტივალი 28 აგვისტოს გაიხსნა.
ფოტო: Biennale di Venezia